აშშ-ი ვარაუდობენ რომ COVID 19 -ით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე ათჯერ მეტია

Tbilisi Daily

აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე ათჯერ მეტი იყოს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსით შესაძლოა, მოსახლეობის 5-8 პროცენტი დაავადდა. „ყველა შემთხვევაზე, რომელიც დადასტურდა, ფაქტობრივად ათი სხვა ინფექცია იყო“, – აღნიშნა რედფილდმა. შეფასება ემყარება ანტისხეულების ტესტების მასშტაბურ კვლევებს. „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლების ვარაუდით, მილიონობით ადამიანი ისე დაინფიცირდა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ასევე მრავალი შემთხვევა გამოტოვებულ იქნა ტესტირების ხარვეზების გამო. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ოფიციალურად 2.4 მილიონამდე შემთხვევა დადასტურდა, 122 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.