საქართველოს ეკონომიკა დააგენერირებს საკმაო შემოსავალს, რომ მოვემსახუროთ საგარეო ვალს-თურნავა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ეკონომიკის მინისტრმა დღეს საგარეო ვალის მხრივ არსებულ კითხვებს უპასუხა. ნათია თურნავასგანცხადებით, ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებსსაკმაო შემოსავალს, რომუსაფრთხოდ და სტაბილიურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს.
'მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მსოფლიოში პანდემიიდანგამომდინარე საგარეო ვალის მოცულობა არის გაზრდილი და ჩვენზე მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ გარე სესხების გაზრდა, იმიტომ, რომ ცალკე აღებული სახელმწიფო საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდებოდა.
ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი, მისი გაჯანსაღების პროცესი დაწყებულია და მომავალ წელს გვაქვს საკმაოდ პოზიტიური ზრდა გვაქვს, ხოლო სავალუტო ფონდის შეფასებითმომდევნო პერიოდშიც ჩენ ვიქნებით ლიდერები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებსსაკმაო შემოსავალს, რომ ჩვენ უსაფრთხოდ და სტაბილიურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს.
საგარეო ვალის გამოყენება ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან გამჭვირვალეა, ჩენ ვსაუბრობთ თითოეულ ლარზე, რომელიც იხარჯება.
მთავარი და ძირითადი ამოცანა რისთვისაც ეს ვალია აღებული ანტიპანდემიურიღონისძიებები და იმ სირთულეების შემსუბუქება რაც ამ კრიზისითაა გამოწვეული'-განაცხადა ნათია თურნავამ.