მაისიდან ავსტრიაში იზოლაციის წესების შერბილება დაიწყება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142340 პირველი მაისიდან ავსტრიაში იზოლაციის წესების შერბილება დაიწყება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ, რომ ქუჩაში გავიდნენ. ამასთან, ათზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალილი იქნება. აქამდე ავსტრიაში მცხოვრებელს სახლის დატოვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეეძლოთ. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 15 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-ით 549 ადამიანი გარდაიცვალა.