მთავრობაში ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ - გახარია

Pirveliradio Ge

არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად - ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადაგომის შესახებ. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად – ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. http://pirveliradio.ge/?newsid=144993