რამდენად კანონიერია ნამახვანის ჰესების კასკადზე მუშაობა - კომპანია ENKA Renewables-ის განმარტება
Tbilisi Daily
რამდენად კანონიერია ნამახვანის ჰესების კასკადზე არსებული სამშენებლო კომპანიის მუშაობა? მედიაში გავრცელებულ სხვადსხვა სახის ინფორმაციას თავად ENKA Renewables -ში პასუხობენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ "ქვედა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება".
მათივე მტკიცებით, ხდება დეტალური პროექტის ეტაპობრივად წარდგენა, რაც ნებართვით დასაშვებია. კომპანიის ცნობითვე, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება და მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი უდიდესი თურქული კომპანია ENKA.