ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ - ირაკლი ღარიბაშვილი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება.
''ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო/ოდირის დასკვნები. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით.
რაც შეეხება დიალოგს ის გრძელდება და მინდა ეს ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან დესტრუქციას ადგილი არ ქონია, პირიქით ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ჩაშალესდიალოგი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.