თბილისში აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
Marneuli Daily
თბილისში,აზერბაიჯანის საელჩოსთან აზერბაიჯანის არმიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკთან შეიკრიბნენ და მხარდამჭერი აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან გაგრძელდა. აზერბაიჯანის ელჩის პირველი მდივანი, ანარ რასულოვი შეხვდა აქციის მონაწილეებს და მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ელჩის, ფაიკ გულიევის სახელით მადლობა გადაუხადა მათ. რაუსლოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია აუცილებლად გაათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
_______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აქცია
#ყარაბაღი
#ომი
წყარო : 24news.ge