თბილისში ევროპის მოედანზე ''მდუმარე აქცია'' მიმდინარეობს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ევროპის მოედანზე, მომღერალიგია გაჩეჩილაძის თანამოაზრეები შეიკრიბნენ, ისინი ''მდუმარეაქციას'' მართავენ. ამ წუთებში აქციაზე გია ყანჩელის ცნობილი კომპოზიცია''ყვითელი ფოთლები'' ისმის.
როგორც ორგანიზატორებმა დააანონსეს აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები და არ იგეგმება სიტყვით გამოსვლები.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები ევროპის მოედნიდანმსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი ღონისძიება 'დედაენის ბაღში' დასრულდება.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტით საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას დააფიქსირებენ.მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ შეკრებამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ მთავარი ქვეყანაში ხალხია.
მისივე თქმით, 9 აპრილს 'საქართველოს მარადისობის დღე' დაფუძნდება.
''ბევრი ადამიანი გზაშია, მინდა მათაცდაველოდოთ, პატარა სიტყვა მინდა ვთქვა. შემდეგ კი წავიდეთ და უწმინდესს მადლობა გადავუხადოთ'' - მიმართა აქციის მონაწილეებს გია გაჩეჩილაძემ.