5 პროდუქტი რომელსაც რუსეთში ვყიდით და რუსეთიდან ვყიდულობთ
Tbilisi Daily
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7, 022 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი კი 2.1%-ით, ხოლო ექსპორტი 21.4%-ით შემცირდა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 70 150 800 დოლარი
ფეროშენადნობები - 68 117 900 დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები - 26 519 700 დოლარი
სპირტიანი სასმელები - 19 194 000 დოლარი
ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 17 093 900 დოლარი
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 86 763 900 დოლარი
ხორბალი და მესლინი - 68 880 400 დოლარი
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 24 402 800 დოლარი
მზესუმზირის ზეთი - 20 833 400 დოლარი
სატელეფონო აპარატები - 19 141 800 დოლარი.
Წყარო:BPN