მირიან ნიკოლაძე: ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს
Tbilisi Daily
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიებას პირველივე ეტაპზე ენდობოდა და მასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს.
„გამოძიებას ოჯახი ენდობოდა პირველივე ეტაპზე. გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს დიდი პერიოდი და საბოლოო ჯამში, სწორედ ურთერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით, მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს. კითხვები იყო უამრავი და გზადაგზა იწურებოდა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.