BBC - ამერიკაში ნავთობის ფასი ასეთი დაბალი 21 წელია არ ყოფილა

Headline

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის ფასი დაეცა. ასეთი დაბალი ფასი 1999 წლიდან არ დაფიქსირებულა. ეს ფაქტი გვაძლევს საბაბს, ვივარაუდოთ, რომ ნავთობზე მოთხოვნა ფაქტიურად შეწყდა. West Texas Intermediate (WTI) ფასი, აშშ-ში ორშაბათს დაეცა 19.3% -მდე და ბარელზე 14,74 დოლარით შემცირდა. ნავთობის ბაზარი კოროვირუსული პანდემიის დროს დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რადგან ნავთობბზე მოთხოვნა ფაქტიურად განულდა. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცდილობენ გაუმკლავდნენ ნავთობის ფასის დაცემით გამოწვეულ კრიზისს. პროცესები კიდევ უფრო ამცირებს ფასებს, და ასუსტებს ეკონომიკას. ამ თვის დასაწყისში, ოპეკის წევრები და მისი მოკავშირეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ შემცირდეს გლობალური წარმოება დაახლოებით 10% -ით. ეს გარიგება ისტორიაში იყო ყველაზე დიდ მასშტაბიანი შემცირების გარიგება რაც ოდესმე დაფიქსირებულა. მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, შემცირებები არ არის საკმარისი სიტუაცისს დასტაბილურებისთვის. ”დიდი ხანი არ დასჭირვებია ბაზარზე იმის აღიარებას, რომ Opec +– ის გარიგება, დღევანდელი ფორმით, არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დაბალანსდეს ნავთობის ბაზრები.” - თქვა სტივენ ინესმა, Axicorp– ის გლობალური ბაზრის მთავარმა სტრატეგმა. წამყვანი ექსპორტიორები - Opec და სხვა მოკავშირეები, როგორიცაა რუსეთი, უკვე შეთანხმდნენ, რომ წარმოება რეკორდული თანხით შემცირდება. შეერთებულ შტატებში და სხვაგან, ნავთობპროდუქტების წარმოების ბიზნესებმა მიიღეს კომერციული გადაწყვეტილებები პროდუქციის შემცირების შესახებ. თუმცა, მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი ნედლეული ზეთია, ვიდრე მისი გამოყენება მსოფლიოს შეუძლია. წყარო-BBC #oil #pandemic #crisis #headline #usa #coronavirus