შავი ზღვის სანაპირო ზოლში უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები.
შავი ზღვის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით გარემოსეროვნული სააგენტოს სპეიცლიასტებმაკვლევა დაიწყეს.
'სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი'-აცხადებენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.