ჯანდაცვის მინისტრმა საჩხერის საავადმყოფოში ინფექციური განყოფილება გახსნა

Kutaisi Daily

კოვიდდადებითი პაციენტების მისაღებად საწოლფონდი გაიზარდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში. საავადმყოფოში 30 საწოლზე გათვლილი, კეთილმოწყობილი ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა. განყოფილების გახსნას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა. სამედიცინო ცენტრი ჯამში 210 კოვიდდადებითი პაციენტის მომსახურებას შეძლებს. რაც შეეხება სისხლის ბანკს, როგორც მინისტრი ამბობს, პანდემიის პირობებში ის სამედიცინო დაწესებულებებს დიდ დახმარებას გაუწევს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #სიახლეები #ინფექციური #საჩხერე #კორონავირუსი #kutaisidaily topnews.