ერთ ადამიანზე თვეში 12 ცენტი გამოდის - ჯაღმაიძე საპატრიარქოს 25 მილიონზე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144154
საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ტელეკომპანია პირველის” ეთერში სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსებაზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი სახელფასო ფონდებსა და სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება.
„ეს თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე, ამ თანხის დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. ეს 25 მილიონი როდესაც ერთ ადამიანს ესმის, გასაგებია, რომ ძალიან დიდი თანხა არის, მაგრამ რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, თითო ადამიანზე თვეში იცით რამდენი მოდის? 12 ცენტი”, – განაცხადა დეკანოზმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 25 მილიონი ლარიდან არც ერთი თეთრი მანქანებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პირადი მოხმარების საგნებზე არ იხარჯება.
„თუ იქნება უფრო მეტი ჩვენ გვექნება უფრო წარმატებული სკოლები. არც ერთი მანქანა ამ ფულით არ არის ნაყიდი, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის ამ ფულით განხორციელებული, არც ერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე, გარდა სახელფასო ფონდისა” , – განაცხადა დეკანოზმა.