აჭარას ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება

Batumi Daily

მაღალმთიან აჭარას ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება. კერძოდ, საუბარია ჩირუხის მთაზე. ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტმანეტი, შუახევის მერიასთან ერთად, ადგილის ტურისტულ კეთილმოწყობაზე იზრუნებს. ადგილის განვითარებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო და იგეგმებოდა ტურისტული მარშრუტის გაყვანა. "ეკოტურისტული და სამთო ტურისტული პროდუქტების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რათა რეგიონის სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ ზღვასთან ერთად მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. ჩირუხის მთა ამ მხრივ გამორჩეულია თავისი ავთენტური და განსხვავებული ტურისტული შესაძლებლობებით" - აცხადებენ დეპარტამენტში. #ჩირუხი #მთა #ტურიზმი #აჭარა #batumidaily