ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს

Pirveliradio Ge

ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მშობლიური ქალაქის ეკლესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიაზე ისმოდა რასობრივი სამართლიანობის შესახებ მოწოდებები. პანაშვიდზე ჭირისუფალს ჯო ბაიდენმა მიმართა. შეგახსენებთ, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მინეაპოლისში, პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. დაკავების დროს შავკანიანი კაცის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს გირაოს სახით მილიონ 25 ათასი დოლარი განუსაზღვრა.