პირადი ანგარიშსწორება ?! - ბათუმის დანიშნული მერის პირველი ბრძანება

Tbilisi Daily

ბათუმის დანიშნულმა მერმა პირველი რაც გააკეთა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. სათათბირო ორგანო, რომლის წინაშეც მერს გარკვეული ვალდებულებები აკისრია. გადაწყვეტილება 23 ივლისით თარიღდება და ბრძანებას ხელს არჩილ ჩიქოვანი აწერს. სათათბირო ორგანოს წევრები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. კახა გუჩმანიძის თქმით, ეს არის არაჯანსაღი, არაადეკვატური და არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა. საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს იყო პირადი ანგარიშსწორება, რადგან მას არჩილ ჩიქოვანის დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტკული შეხედულება ჰქონდა. მერიის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერს არ მიუღია, ეს იყო კანონის მოთხოვნა, რომელიც აღასრულეს. მისივე განმარტებით, სათათბირო ორგანო კონკრეტული მერის უფლებამოსილების ვადით მუშაობს და მისი წასვლის ან შეცვლის შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდება. ''ჩვენ არავინ დაგვითხოვია. მერის წასვლის გამო, მათ უფლებამოსილება შეუწყდათ. კვლავ გადაეგზავნებათ მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, წარადგინონ კანდიდატები. საბჭო იგივე პრონციპით დაკომპლექტდება, როგორც ადრე იყო. მათ შორის, შესაძლებელია ისევ მოხვდნენ სათათბირო ორგანოს ძველი წევრებიც'' - განაცხადა ნუკრი დეკანაძემ.