ვლადიკავკაზში სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტ „მაგნიტში“ აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შენობა სრულად განადგურდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებამ, რომელიც არასამუშაო დროს მოხდა,  ერთი ადამიანის გარდაცვალება და ერთის დაშავება გამოიწვია. რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილები. https://www.radiotavisupleba.ge/a/31099003.html #ახალი_ამბები #twitter