თავდამსხმელმა სავარაუდოდ სამი მძევალი გაათავისუფლა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებმა შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. ის ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებთან ერთად გამოჩნდნენ.
დანარჩენი 16 მძევლის გასათავისუფლებლად პოლიცია მუშაობს.
თავდამსხმელსსავარაუდოდ 18 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი. როგორც ცნობილია ის 500 000 დოლარს ითხოვს.
ზუგდიდში შინაგან საქმეთამინისტრიც ჩავიდა.