გლდანში ნიკა მელიას ოფისს ცეცხლი წაუკიდეს
Tbilisi Daily
გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი. მელიას შტაბის ხელმძღვანელი მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.
„დაახლოებით დილის 6-ის წუთები იყო, როცა დაგვირეკეს, სახანძროც არ იყო მოსული. უკვე ჩამტვრეული იყო შუშები და ბოთლები იყო შეგდებული შიგნით. დამწვარია აბსოლუტურად ყველაფერი“, - განაცხადა კოკაიამ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.