სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
Pirveliradio Ge
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები. ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩიკვაოძის თქმით, ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა, სტიქიამ რამდენიმე ოჯახიც დააზარალა.
მისივე თქმით, მცირედი საფრთხე ემუქრებოდა ორ ოჯახს, რადგან მდინარე მათ სახლთან იყო ახლოს და სამაშველო სამსახურმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
„სხვა მხრივ საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, გზების ჩამონგრევა კვლავ გრძელდება. ჩვენ თვითონაც მეწყერსა და ამ ჩამონგრეულ გზას შორის ვართ ხელმძღვანელობა და ჩვენც ველოდებით აქედან გასვლას“, – განაცხადა დავით ჩიკვაიხემ.