2 ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს

Gori Daily

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიში 2 ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა ჭაში გასაწმენდად ჩავიდა. დასახმარებლად მისულ მაშველებს მამაკაცები ჭაში, უგონო მდგომარეობაში დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #გარდაცვლილი #ხაშური #goridaily წყარო - post tv #ახალიამბები