სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

Tbilisi Daily

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 13 ოქტომბერს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 %პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123 პროცენტით განისაზღვრა.