სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. სამივე მკურნალობოს კურსს რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს თანმხლები დაავადებები ქონდათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 64 საშუალოდ მძიმე, ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 454 მოქალაქე. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 119 ადამიანი.