საქართველომ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციული სცენების დადგმა - რუსეთის საგარეო მინისტრი
Gori Daily
15 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო მინისტრი შეშფოთებული აცხადებს , რომ ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეების მიერ აბხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების არალეგალური კვეთა გახშირდა.
მოსკოვი აცხადებს , რომ ეს ინციდენტები ძირითადად პროვოკაციული ხასიათისაა,რადგან ეს პირები დაფარულნი იყვნენ კამუფლაჟით და აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლასასროლი იარაღით, უმეტესად სამონადირეო თოფებით. პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, მოსკოვი ცდილობს ამ პრობლემის არაპოლიზირებული გზით მოგვარებას და საქართველოს ტყუილსა და პროვოკაციული შოუების დადგმაში ადანაშაულებს.
მინისტრმა 11 ივლისის შემთხვევაზეც ისაუბრა და თქვა ,რომ იმ მომენტში , როცა საქართველოს მოქალაქე დაიჭრა , ის 300 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა საზღვრიდან. ასევე მან 10-ჯერ ესროლა რუს სასაზღვრო მცველს.
რაც შეეხება 9 ივლისის შემთხვევას, ამ დროს საქართველოს მოქალაქე 9 კილომეტრით შორს იმყოფებოდა საქართველოს საზღვრიდან დაღესტნის რესპუბლიკაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე #ოკუპაცია #რუსეთი #ცხინვალი #goridaily