ქობულეთის ''შუქურა'' თბილისის ''ლოკომოტივთან'' მინიმალური სხვაობით დამარცხდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში გაიმართა. 'დინამო არენაზე' მოასპარეზე 'ლოკომოტივმა'ლიგის ახალწვეული ქობულეთის 'შუქურა' მიიღო და 2-1 დაამარცხა. მატჩის წინ გუნდებს თანაბარი 4-4 ქულა ჰქონდა და შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმში კი დედაქალაქელები გააქტიურდნენ და დარციმელია გადაცემის შემდეგ 59-ე წუთზე გოლი ომარ იმრანმა გაიტანა. 5 წუთში კი ბექა დარციმელიამ საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა და ‘’ლოკომოტივი’’ კომფორტული უპირატესობით წინ გაიყვანა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა ‘’შუქურამ’’ პრესტიჟის გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. 93-ე წუთზე მირზა ფარტენაძის გადაცემა გოლით დავით მუჯირმა დააგვირგვინა. 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 10-10 ქულით გორის ‘’დილა’’ და ბათუმის ‘’დინამო’’ ლიდერობს. შემდეგ ადგილებს 7-7 ქულით ორი დედა ქალაქური კლუბი ‘’დინამო’’ და ‘’ლოკომოტივი’’ ინაწილებენ. ქობულეთის ‘’შუქურა’’ 4 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. მეოთხე ტური შედეგიანი გამოვიდა : 5 შეხვედრაში 19 გოლი გავიდა. მე-5 ტურში ‘’შუქურა’’ 20 მარტს 16 :00 საათზე ზესტაფონში წყალტუბოს ‘’სამგურალს’’ უმასპინძლებს. ბათუმის ‘’დინამო’’ კი ამავე დღესვე 20:00 საათზე თბილისში ‘’საბურთალოს’’ დაუპირისპირდება.