ოთხ ექიმს ბრალი წაუყენეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 11 თებერვალს ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში  კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი მიეცა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი უცხოეთის მოქალაქეებისთვის ამზადებდნენ ყალბ ცნობებს: „გამოძიებით დგინდება, რომ შპს „მე-4 პოლიკლინიკის“ დირექტორი, შპს “მე-4 სამედიცინო ცენტრი”-ს დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს „ოჯახის მკურნალი“-ს ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31099245.html #ახალი_ამბები #twitter