"თავიდან შოკში ვიყავი და არ მჯეროდა, რომ მართლაც მოვიგე..."
Gori Daily
საქართველოს ლატარიის კომპანიამ გორელ ქალას მოგებული ჯეკპოტი გადასცა.
გორელმა თინათინ ნადიბაიძემ ბილეთი 9 ნოემბერს იყიდა და გამარჯვებული მეორე დღეს, 10 ნოემბერს გამოვლინდა, მან ჯეკპოტი - 269 936 ლარი მოიგო.
მოგებული თანხა ნადიბაიძეს ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებმა საზეიმოდ გადასცეს.
"თავიდან შოკში ვიყავი და არ მჯეროდა, რომ მართლაც მოვიგე, ვუყურებდი პირდაპირ ეთერში და მხოლოდ ახლა დავიჯერე, რომ მართლაც მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვარ", -ამბობს თინათინ ნადიბაიძე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #ჯეკპოტი #ფული #გირი #goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა