თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - ზეგ-ის დირექტორი
Pirveliradio Ge
კომპანია ზეგ-ის დირექტორის თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი, რომელშიც გამოძიებამ ვერაფერი საინტერესო ვერ ნახა, კომპანიის საკუთრება იყო. მან მთავარი არხის ეთერში დაადასტურა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, ბაჩალიაშვილს კომპიუტერიდან ფაილები თავად წაეშალა.
"თამუნას უნდა დაებრუნებინა ორშაბათს (20 ივლისს). ეს არის ერთ ერთი პირველი ვერსია (რომ მას გაესუფთავებინა). ხუთშაბათს (16 ივლისს) გაგვაგებინა, რომ მიდიოდა, პარასკევს უნდა მოსულიყო და ვუთხარი, ორშაბათს მოსულიყო ლეპტოპის დასაბრუნებლად. რომ მოიტანდა, არ უნდა დაგვხვედროდა არანაირი ინფორმაცია". – თქვა კობერიძემ.