სინოდი: პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
2021 წლის 11 თებერვალს ჩატარებული სინოდის სხდომის განჩინებაში, რომელიც სხდომიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა, ეპისკოპოს პეტრე ცაავაზე ნათქვამია, რომ ის "სამწუხაროდ, ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას."
წმინდა სინოდმა პეტრე ცაავას შესახებ გადაწყვიტა, რომ შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მის ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას.
ჭყონდიდელი ეპისკოპორი პეტრე 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე გადააყენეს მღვდელმთავრობიდან მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში ამხილა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს, სადაც არ წასულა.
11 თებერვლის სინოდის სხდომაზე გრიგოლ კაციამ ითხოვა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გათავისუფლება, რაც დააკმაყოფილეს და ის წალკის ეპარქიის მმართველად გაამწესეს, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა, რომელიც ამავდროულად ითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას.
სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს. სინოდის სხდომაზე 11 თებერვალს ასევე განიხილეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დასაშვებობის, დავით-გარეჯის, პარტია გირჩის "ბიბლიური თავისუფლების წევრების" მღვდელმსახურებაში ჩართვის საკითხები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31100202.html
#ახალი_ამბები
#twitter