ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა

Tbilisi Daily

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა. „საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა სპეცრეისი ბერლინიდან, რომლითაც სამშობლოში 164 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით თბილისსა და კახეთში განლაგებულ საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს“, – აღნიშნავენ უწყებაში. მათივე ცნობით, 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. #კორონავირუსი #კარანტინი #დამატებითიფრენები #tbilisidaily