ლევან სამუშია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
იურისტი ლევან სამუშია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს. ინფორმაციას ის თავად ფეისბუკით ავრცელებს.
"მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება... სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის", - აღნიშნავს სამუშია და დასძენს, რომ ამ საკითხზე დამატებით არ ისაუბრებს.
სამუშია ბოლო რამდენიმე წელია "თავისუფალი დემოკრატების" წევრია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30764065.html
#ახალი_ამბები
#twitter