ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის ვაჟი დააკავეს ხაბაროვსკში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში პოლიციამ დააკავა ანტონ ფურგალი, მხარის ყოფილი გუბერნატორის სერგეი ფურგალის, ვაჟი.
წინასწარი მონაცემებით, მის მიმართ აღძრეს ადმინისტრაციული საქმე, შეუთანხმებელი საპროტესტო აქციის გამართვის გამო. ფურგალის დაკავება ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი 9 ივლისს დააპატიმრეს. მას ბრალად ედება მეწარმეების მოკვლის ორგანიზება 15 წლის წინ. ფურგალი დანაშაულს არ აღიარებს. ის ნაცინალისტური, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. მან 2018 არჩევნებში მოუგო მმართველი პარტიის, „ედინაია როსიიას“ წარმომადგენელს.
სერგეი ფურგალის დაპატიმრების შემდეგ მთელ მხარეში, ასევე სხვა რეგიონებში, უკვე შვიდ კვირაზე მეტია გრძელდება მასობრივი გამოსვლები და პიკეტები. მათი მონაწილეები მოითხოვენ „სამართლიან სასამართლოს რეგიონში“ და ასევე იმას, რომ ფურგალის საქმე მსაჯულთა ჟიურიმ განიხილოს. 20 ივლისს მხარის ახალ მმმართველად დაინიშნა მიხაილ დეკტიარიოვი, რის შემდეგაც დემონსტრანტების მოთხოვნებს დაემატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადადგომა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30875677.html
#ახალი_ამბები
#twitter