საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს მოუგო მინიმალური ანგარიშით. ჩრდილოეთ მაკედონიამ კი კოსოვოს აჯობა - 2:1. ევროპირველობაზე გასასვლელი მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის „დინამოარენაზე“ გაიმართება. იქამდე კი, ქართველი და ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელები ერთმანეთთან სათამაშოდ 14 ოქტომბერსაც გავლენ მინდორზე - სკოპიეში, ერთა ლიგის მეოთხე ტურში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30883174.html #ახალი_ამბები #twitter