რატომ შეფერხდა თბილისის მეტროს მუშაობა
Tbilisi Daily
თბილისის მეტროს მეორე ხაზმა მუშაობა სრულად განაახლა. ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები ვერ ემსახურებოდნენ.
თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა შეფერხება უკვე აღმოფხვრეს.