რა ასაკის იყვნენ და სად მკურნალობდნენ ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილები

Tbilisi Daily

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ 6-ვე პა­ცი­ენტს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ხერ­ხდა. "ამ­ჟა­მად სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა გარ­დაც­ვლილ­თა გახ­ლავთ 72. გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა 6 პა­ცი­ენ­ტი. აქე­დან 1 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა გორ­ში - 58 წლის ქალი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, ბა­თუმ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 68 წლის პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ასე­ვე ჰქონ­და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ქო­ბუ­ლეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 2 პა­ცი­ენ­ტი - 55 და 61 წლის ქა­ლე­ბი და ქუ­თა­ის­ში გარ­და­იც­ვა­ლა 81 წლის ქალ­ბა­ტო­ნი. ყვე­ლა ამ პა­ცი­ენტს ჰქონ­და მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, მათი გა­მოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 6 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბის 527 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.