პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პოლიციის რეფორმის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. ბრძანება სამართალდამცველების მიერ არასათანადო ქმედებების აღრიცხვას და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა, თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, პოლიციელებს „მახრჩობელა ილეთების“ გამოყენება ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „ამერიკელებმა იციან სიმართლე: პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია, უსაფრთხოების გარეშე კი კატასტროფა"-განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. United States