რამდენი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტია გატანილი დღემდე მარნეულიდან?

Marneuli Daily

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ნავერინმა ტვირთბრუნვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. გუშინდელი მდგომარეობით, მარნეულიდან გატანილია 2 900 ტონა პროდუქტი. მათ შორისაა კიტრი 1660 ტონა, პომიდორი 178, ახალი კარტოფილი 670, საგაზაფხულო კომბოსტო 363, ხოლო ბროლი 29 ტონა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შექმნილიყო კონკურენტული გარემო ჩვენი მოქალაქეებისა და ფერმერების ინტერესების სასარგებლოდ. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა შემოსულიყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესაძენად და გასულიყო მარნეულიდან საკარანტინე პრინციპების დაცვით. ესენი არიან ის კომპანიები, რომლებიც ადგილზე ახდენენ შეძენას და ქვეყნის მასშტაბით ახდენენ პროდუქტის რეალიზებას. დიდი წილია მათი (კერძო პირების) ვისაც წინა წლებში პირადი კონტაქტები ჰქონდათ ჩვენს ფერმერებთან და ახდენდნენ რეალიზებას“ - თქვა მამუკა ნავერიანმა და აღნიშნა, რომ პროდუქტის რეალიზაციისათვის სულ  4 448 ნებართვა გაიცა. „ესენი არიან როგორც ექსპორტიორი კომპანიები , როგორც ადგილზე მარეალიზებელი კომპანიები ასევე,  პირადი კონტაქტებით შემოსული პროდუქტის შემძენები და არა მხოლოდ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სადისტრიბუციო საკითხებს კურირებს ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს ოთხი ძირითადი საბითუმო კომპანია, საიდანაც მარაგდება მარნეულის მაღაზიები პროდუქტებით. წყარო: რადიო მარნეული #პროდუქტი #მარნეული #გატანილი #marneulidaily