ჯანმო: 23 წლის შემდეგ წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 23 წლის შემდეგ წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ჯანმოს გავრცელებულ ანგარიშში წერია, რომ წითელას შემთხვევევის რეკორდული მატება ვაქცინაციაზე უარის თქმით არის განპირობებული. წელს ინფექციით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ 207,500 შეადგინა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2016 წლიდან წითელას გლობალური სიკვდილიანობა თითქმის 50 %-ით არის გაზრდილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბავშვების დროული ვაქცინაცია მნიშნელოვნად შეამცირებს ინფექციის ზრდის დინამიკას. „წითელა სრულად არის პრევენციული, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვაქვს ძლიერი, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, არავინ არ უნდა კვდებოდეს ამ დაავადებით. მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. წელს წითელას 869 770 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 1996 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.