საქართველოში კარანტინში მყოფი მოქალაქეების გაზრდას ხალხის უცხოეთიდან დაბრუნებას უკავშირებენ

Pirveliradio Ge

საქართველოში კარანტინში მყოფი მოქალაქეების გაზრდას, დაავადებათა კონტროლის ცენტრში უცხოეთიდან მოქალაქეების დაბრუნებას უკავშირებენ. "ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება ახლა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან. მოგეხსენებათ, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, ფრენებიც უკვე შეიზღუდა. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ასწრებენ ქვეყანაში დაბრუნებას", - აცხადებს, პირველ არხთან პაატა იმნაძე. ცნობისთვის, 17 მარტის მონაცემებით, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.