დაყაჩაღება - ამჯერად ქობულეთში

Batumi Daily

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში ''საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთ ფილიალთან დააყაჩაღეს ინკასაციის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკის შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ პირებს ერთი ადამიანი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით თანხა წაართვა. მოქალაქემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე მოქალაქეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: აჭარის ტელევიზია #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში