საქართველოში 2 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
გურიაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულებს შორის არის 2 თვის ჩვილი და 13 წლის მოზარდი.
,,ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურიდანაა, ორი ლანჩხუთიდან, ერთი კი ოზურგეთიდან. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.