აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებული მედმუშაკების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

Tbilisi Daily

​ჯანმოს მონაცემებით, აფრიკაში, კორონავირუსით დაინფიცირებული მედმუშაკების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვითარებას „შემაშფოთებელს“ უწოდებენ და ქვეყნებს ვირუსის დასაძლევად ერთად მუშაობისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მთავრობებმა მედმუშაკები თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობით უნდა მოამარაგონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.