სააღდგომოდ დაკეტილი სასაფლაოები ზუგდიდში.

Zugdidi Daily

სააღდგომოდ დაკეტილი სასაფლაოები ზუგდიდში. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ გადაწყვეტილება მიიღო, იმასთან დაკავშირებით, რომ დაეხურა ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის სასაფლაოები. "ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ" - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვები დღეიდან, 17 აპრილიდან ამოქმედდება და 10 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში. #ზუგდიდ #სენაკი #ფოთი #სასაფლაო #კორონავირუსი #პრევენცია #zugdididaily