პრაღა და ვარშავა: არჩევნები ბელორუსში განმეორებით უნდა გაიმართოს უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პოლონელ კოლეგასთან ისაუბრა და ისინი ერთად აპირებენ ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს თავიანი წინადადება შესთავაზონ.
ბაბიშმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად მოითხოვენ ევროკავშირის წევრებთან სასწრაფო ვიდეო შეხვედრას. „არ შეიძლება დაცდა, ბელორუსები ჩვენს დახმარებას ითხოვენ“, წერს ბაბიში, „ბელარუსში არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში საერთაშორისო მეთვალყურეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“, წერს ტვიტერით ბაბიში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30783628.html
#ახალი_ამბები
#twitter