აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები სოციალური მოთხოვნებით შეიკრიბნენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები აქციას მართავენ. მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 თებერვალს სხვადასხვა სოციალური ჯგუფები  ფართომასშტაბიან აქციებს იწყებენ: „ჩვენ გავერთიანდით. ჩვენი აქცია აპოლიტიკურია. ვითხოვთ ყურადღებას და მოთხოვნების დაკმაყოფილებას“ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათ შორის არიან ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულები, რომლებიც კრიტერიუმების დადგენას და საცხოვრისით დაკმაყოფილების გარანტიას ითხოვენ;  თურქეთში თვითდასაქმებულები, რომლებიც აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ საზღვრის დაკეტვის შემდეგ, კომპენსაცია კი ერთჯერადად მიიღეს. ისინი საქართველო-თურქეთის საზღვის გახსნას მოითხოვენ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მცხოვრებნი, რომლებიც აცხადებენ, რომ სოფელში ჰესის მშენებლობის დროს კარმიდამო დაუზინადათ, კომპენსაცია კი არ მიუღიათ. აქციის მონაწილეები  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31093993.html #ახალი_ამბები #twitter