Კვიპროსმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დაბლოკა
Tbilisi Daily
კვიპროსის პოზიციის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
მისი ცნობით, კვიპროსი ითხოვს, რომ სასანქციო სიაში მოხვდეს 7 თურქული კომპანია, რომლებიც შელფის სადავო მონაკვეთზე ბუნებრივი გაზის მოპოვებაზე მუშაობენ. სანქციებთან დაკავშირებით კი ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.
მანამდე ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად თქვეს უარი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტემბერში ევროკავშირი დააწესებს სანქციებს ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში მიუძღვით ბრალი. ამასთან ერთად, Die Welt-ის ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთ და იტალია პირადად ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას მხარს არ უჭერდნენ.