აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლელობას არ აძლევენ?
Tbilisi Daily
გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევს მას შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ ავრცელებს.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომლებიც მუ
ხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას.
მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.