ტრამპი: ვაქცინა მალე მზად იქნება
Tbilisi Daily
კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე მზად იქნება და იგი ეფექტური და უსაფრთხო იქნება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
„ჩემი ხდელმძღვანელობით ჩვენ ვაქცინას რეკორდულ ვადებში გამოვუშვებთ. ჩვეულებრივ პირობებში ვაქცინის შექმნას ორი-სამი წელი სჭირდება. თუმცა, ახლა ამას უახლოეს დროში გავაკეთებთ. შესაძლოა, არჩევნებამდე მივიღოთ. ეს ვაქცინა ძალიან უსაფრთხო და ეფექტური იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციის პირობებში ამერიკელები ვაქცინას, სავარაუდოდ, ვერასდროს მიიღებდნენ.