"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა".

Tbilisi Daily

გა­სულ კვი­რას მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე აღ­ძრა. უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვაც, მაგ­რამ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, მას პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და.25 წლის ნა­თია ცი­რე­კი­ძე 20 თვეა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ოჯა­ხი იმ ექი­მე­ბის დას­ჯას ითხოვს, ვინც გო­გო­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი სტტია მო­ამ­ზა­და გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ", რო­მე­ლი­და­ნაც ამო­ნა­რის გთა­ვა­ზობთ: გო­გო­ნას მამა, მირ­ზა ცი­რე­კი­ძე ამ­ბობს, რომ რო­გორც იქნა, სა­მარ­თალს მი­აღ­წია. მაგ­რამ წყვე­ტენ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს, რად­გან არ უნ­დათ სა­კითხს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი და­ე­დოს.- წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ჩემი შვი­ლი ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლობ­და, მერე გვირ­ჩი­ეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვით ყი­ფი­ან­თან. 2018 წლის ივ­ნის­ში მან მი­თხრა, ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იტა­ლი­ი­დან და მათ­თან ერ­თად გა­ვი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცი­აო. და­ვე­ლო­დეთ სექ­ტემ­ბერს, ტკი­ვი­ლე­ბი ისე­თი მძი­მე არ იყო, რომ ვერ გა­დაგ­ვე­ტა­ნა. სექ­ტემ­ბერ­ში მარ­თლაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვა არის იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, რო­მელ­საც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. მის გარ­და იქი­დან ჩა­მო­სულ იტა­ლი­ელ ექიმ­საც შევ­ხვდით. ხო­ჭო­ლა­ვა თარ­ჯიმ­ნის როლ­საც ას­რუ­ლებ­და. და­მარ­წმუ­ნეს, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცია იყო. მარ­თა­ლია, მკურ­ნა­ლო­ბი­სას 100%-იან გა­რან­ტი­ას არა­ვინ იძ­ლე­ვა, მაგ­რამ და­მა­ჯე­რეს, რომ ხუ­თწუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა იყო და ნარ­კო­ზი­ა­ნად 40 წუთი დას­ჭირ­დე­ბო­და. გა­უ­კეთ­და პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია და მე­ო­რე დი­ლით გაგ­ვწე­რეს სახ­ლში. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ისევ იგ­რძნო ბავ­შვმა ტკი­ვი­ლე­ბი და ისევ მი­ვა­კი­თხეთ ყი­ფი­ანს. გვი­თხრა, გა­ვე­სა­უბ­რე­ბი იტა­ლი­ე­ლებს და რა­საც მე­ტყვი­ან, გე­ტყვიო. მერე მი­თხრეს, ერთ თვე­ში ისევ ჩა­მო­დი­ა­ნო და დავ­გეგ­მეთ კონ­სულ­ტა­ცია. გა­და­ვი­ღეთ ტო­მოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც შე­ა­და­რეს წი­ნას და მი­თხრეს, რომ მე­ო­რე ოპე­რა­ცია უკე­თეს შე­დეგს გა­მო­ი­ღებ­და. პირ­ვე­ლად 5.000 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ. რად­გან უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ვი­ყა­ვით ოპე­რა­ცი­ით, გვი­თხრეს, რომ მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას 3.500 ლა­რად გაგ­ვი­კე­თებ­დნენ. იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ ექიმს პი­რა­დად შევ­ხვდი, და­მა­ი­მე­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო. ბავ­შვი შე­იყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც ნარ­კო­ზი გა­უ­კეთ­და. 15 წუთი ვე­ლო­დე­ბო­დით. ამის შემ­დეგ შე­ვი­და იქ ყი­ფი­ა­ნი, ცოტა ხან­ში კი იქი­დან გა­მო­სუ­ლებ­მა ჟანგბა­დის ბა­ლო­ნის მო­ტა­ნა ითხო­ვეს. ოპე­რა­ცი­ამ­დე გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა და ბავ­შვი კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ნარ­კო­ზი გა­უ­კე­თა ხო­ჭო­ლა­ვამ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ოპე­რა­ცი­ას იტა­ლი­ე­ლე­ბი აკე­თებ­დნენ, არა­და, ახლა ირ­კვე­ვა, რომ არც ერთ ექიმს, რო­მელ­მაც ჩემს შვილს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა, ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნია. 20 თვეა, ჩემი შვი­ლი კო­მა­შია და ექი­მე­ბი ვე­რა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან. მი­ზე­ზიც კი არ იცი­ან. წე­ლი­წა­დია, გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და სა­მარ­თა­ლი ისევ არ მო­ი­ძებ­ნა, მაგ­რამ ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ექი­მე­ბის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია და მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი ჩემი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნაა.